ვახტანგ კალოიანი: „რესპუბლიკელების“ განცხადება ცოტა ბუნდოვანია

„რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა საინტერესოა, თუმცა ბუნდოვანი, მაგრამ „ამის განხილვა ღირს“, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს არ თანხმდება, 2024 წელს კი არჩევნები ისედაც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, „რესპუბლიკელების“ წინადადება ბუნდოვანია.

„განხილვად ღირს ყველაფერი. საუბარი შეიძლება ყველასთან და ყველაფერზე. ამას ვითხოვთ არჩევნების დასრულების დღიდან და არ ვთვლით, რომ „ქართულ ოცნებასთან“, „გირჩთან“, „მოქალაქეებთან“ ან ნებისმიერ სხვა პარტიასთან საუბარი არ შეიძლება. მთავარია, ამაში ვიპოვოთ რაციონალი და თავი არ მოვიტყუოთ. „რესპუბლიკელების“ განცხადება ცოტა ბუნდოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როცა რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმებული არ ვართ და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რიგგარეშე არჩევნები არ ჩავატარო, ღია კარს რატომ ვანგრევთ? 2024 წელს არჩევნები მაინც პროპორციული სისტემით ტარდება, გვინდა თუ არ გვინდა“,- განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები