ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
უწყების ცნობით, საუბრისას ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.