ანრი ოხანაშვილი: კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას თუ ვინმე ეცდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება

“კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას თუ ვინმე ეცდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„საქართველოს კონსტიტუციით, ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის არ შეიძლება, ჰქონდეს ინდულგენცია, არის ის პოლიტიკაში თუ საჯარო სექტორში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ, კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება. თუ ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება, გაეცეს მას სამართლებრივად, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები