ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული.
„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდან არის რეკომენდებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.