თამარ გაბუნია: საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად 9 დაწესებულება დატრენინგდება
“ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 9 დაწესებულება არის მზად”, – ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას.
„რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით, 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.