თბილისი – 314, იმერეთი – 150, აჭარა – 37 – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევებიდან 314 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 150, აჭარაში – 37,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 150, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები