ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ლაგოდეხში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნეს.

შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა. დაშავებულ პირს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები