პეტრე ცაავა: შეუძლებელია, ცრუ პატრიარქი, კაგებე-ს მიერ დანიშნული ამ მძიმე ცოდვის ქვეშ მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს – პატრიარქის განკვეთის საკითხი სინოდმა უნდა დააყენოს
”შეუძლებელია, ცრუ პატრიარქი, კაგებე-ს მიერ დანიშნული ამ მძიმე ცოდვის ქვეშ მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. ეს არის ერის სირცხვილი”, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მღვდელმთავარმა, პეტრე ცაავამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქმა მას ეპისკოპოსის წოდება უკანონოდ ჩამოართვა. მისივე თქმით, მისი აღდგენის საკითხი და პატრიარქის განკვეთის საკითხი სინოდის სხდომაზე განხილული უნდა იყოს.
„უწმინდური, სოდომიტი პატრიარქი უკვე გასულია რჯულის კანონის ჩარჩოებიდან და მიტროპოლიტი პეტრე რჩება რჯულის კანონის ჩარჩოებში და მას არ დაურღვევია. პირველ ყოვლისა, უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე როგორც უსამართლოდ და უკანონოდ, უწმინდური პატრიარქის ბრძანებით დასჯილი. შემდეგ უნდა იქნეს პატრიარქის განკვეთის საკითხი აუცილებლად და არა – გადაყენების. რამეთუ შეუძლებელია, როგორც ცრუ პატრიარქი, კაგებე-ს მიერ დანიშნული ამ მძიმე ცოდვის ქვეშ მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. ეს არის ერის სირცხვილი.
მე მწამს, რომ ჩემი ღმერთი არის ჯვარცმული იესო ქრისტე, რომელმაც გოლგოთა გაიარა და ეს უსამართლო დევნა, ყვედრება და ჯვარცმა მიიღო სიმშვიდით. შევთხოვ უფალს, რომ ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება და ნებისმიერი ღვთისგან დაშვებული განსაცდელი ჩემზე, მივიღო სიმშვიდითა და ღვთისაგან მადლიერებით“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
წმინდა სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.