კონდიციონერი – განსხვავებები და განსაკუთრებული მახასიათებლები
კონდიციონერები ინარჩუნებენ კომფორტულ კლიმატს ადამიანისთვის. მოწყობილობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმის, ინსტალაციის მეთოდის, სიმძლავრისა და გამოყენებული ტექნოლოგიების მხრივ.
საყოფაცხოვრებო და მცირე კომერციული ფართების კონდიცირებისთვის მობილური ან კედელზე დამონტაჟებული კონდიციონერია შესაფერისი.
დიდი მოცულობის, 40 კვ.მ-ზე მეტი კომერციული ფართებისთვის საუკეთესო არჩევანია ნახევრად ინდუსტრიული კონდიციონერი (კოლონური, ჭერის, კასეტური ან კანალური).
კონდიციონერების ძირითადი ტიპებია:
- მობილური;
- სპლიტ-სისტემა;
- მულტი სპლიტ-სისტემა;
- კასეტური;
- ჭერის;
- კოლონური;
- კანალური.
მობილურ კონდიციონერს, აქვს მონობლოკური კონსტრუქცია და მცირე ზომა. მარტივია გამოყენება – არ საჭიროებს მონტაჟს.
სპლიტ-სისტემისთვის დამახასიათებელია ორბლოკიანი კონსტრუქცია. სპლიტ-სისტემის ცალკეული ტიპებია კედლის, მულტი სპლიტ-სისტემა, კასეტური, ჭერის, კოლონური , კანალური მოწყობილობები.
სპლიტ-სისტემის ერთი ბლოკი მონტაჟდება შენობის შიდა სივრცეში და მისი შემადგენელი ნაწილებია ამაორთქლებელი, ფილტრი, ვენტილატორი, ელექტრონული სქემა.
გარე ბლოკი შესაბამისად მონტაჟდება შენობის გარეთ და მის შემადგენლობაში შედის: კონდენსატორი, ვენტილატორი, კომპრესორი.
ერთმანეთთად ეს ბლოკები დაკავშირებულია ელექტრო სადენებითა და სპილენძის მილებით, რომლებიც ხდება გამაგრილებელი აგენტის, ფრეონის ცირკულაცია.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინვერტორული ძრავის მქონე კონდიციონერები. ინვერტორული ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მოწყობილობას აქვს შემდეგი უპირატესობები სტანდარტულ მოდელთან შედარებით:
მოხმარებული ელექტროენერგიის დაზოგვა (40%-მდე);
ბევრად ჩუმი მუშაობის პროცესი;
გაზრდილი ქმედითუნარიანობა ექსპლუატაციის ვადა;
საჭირო ტემპერატურის მეტად ზუსტად შენარჩუნების უზრუნველყოფა.
ჰაერის გაგრილების გარდა კონდიციონერის დამათებითი ფუნქციებია: გათბობა, გამოშრობა, ვენტილაცია, იონიზაცია, ჰაერის წმენდა, თვითდიააგნოსტიკა, მოძრაობის სენსორი, ძილის რეჟიმი, ტურბორეჟიმი, ჰაერის ნაკადის კონტროლი, ჟანგბადით გაჯერება და სხვა.
შემაჯამებელი რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ კონდიციონერის შერჩევისას:
საცხოვრებელი ბინისთვის უმჯობესია სპლიტ-სისტემის გამოყენება. ამგავრი აგრეგატები შესანიშნავია სხვადსხვა კლიმატური პირობებისთვის. არჩევანიც დიდია.
პორტატული, მობილური კონდიციონერი უმჯობესია აგარაკის ან ისეთი შენობისთვის აირჩიოთ, სადაც არ არსებობს სპლიტ-სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა.
კასეტური კონდიციონერები შესანიშნავია შეკიდული ჭერის მქონე შენობისთვის, რომელთა ფართობი დიდია. მცირე ბინის შემთხვევაში კასეტური ტიპი არ განიხილება.
შეძენამდე გირცევთ გადაამოწმოთ ყველა მხარდაწერილი ფუნქცია და დააზუსტეთ ფილტრების მუშაობის ხანგრძლივობა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს გაგრილების ფართობზე, ასებე სისტემის ენერგოეფექტურობაზე. ჩვენი რეკომენდაციაა შეარჩიოთ კონდიციონერი, რომლის კლიმატის კლასია A და ზემოთ, რათა ტავიდან აიცილოთ ზედმეტი დანახარჯები ელექტროენერგიაზე.
R