რა რეგულაციებსა და შეზღუდვებზე მოუწევთ შეგუება ევროპელებს – კოვიდპანდემია ბებერ კონტინენტზე

საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი „ქვეყნის გახსნასა“ და კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ან გამარტივებას ითხოვს. განსაკუთრებით აქტიურობენ სარესტორნო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, მოთხვნათა ჩამონათავალშია ასევე 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული კარანტინის გაუქმებაც.

ე.წ. ლოქდაუნს,  კოვიდ რეგულაციებს აპროტესტებენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საინტერესოა, რომ მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში შეზღუდვები გაცილებით მკაცრია, ვიდრე – საქართველოში. ასე, მაგალითად, როგორც www.dw.com წერს, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არ აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება. იგივე გერმანისა და ავსტრიაში არასაკმარისად თვლიან ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ტარებას და ითხოვენ მაღალი უსაფრთხოების ე.წ. N95 პირბადის (რესპირატორის) ტარებას.

საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე. დიდ ბრიტანეთში მესამედ გამოცხადდა უმკაცრესი ,,ლოქდაუნი,, და მოქალაქეებს არ აქვთ სახლიდან საშვის გარეშე გამოსვლის უფლება. ესპანეთში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტი საათი ა.წ. მაისამდე და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქსა და მარკეტში წასასვლელად. ბელგიაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრობა და არაუმეტეს 4 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში.
ირლანდიაში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 5 კილომეტრით მეტით. საერთოდ აკრძალულია სტუმრის მიღება სახლში, ქორწილზე დასაშვებია არაუმეტეს 6, ხოლო დაკრძალვაზე არაუმეტეს 10 ადამიანის დასწრება. ისრაელში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 1000 მეტრით. დიდ ბრიტანეთში 22 თებერვლამდე მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, დატოვონ თავიანთი სახლები დასაბუთებული მიზეზის გარეშე. სკოლები, უნივერსიტეტები და ყველა ბიზნესი, რომლებიც არ მიიჩნევა არსებითად, დაკეტილია.

იტალიაში ე.წ. კომენდატის საათი 22 საათიდან დილის 5 სააამდე მოქმედებს. ქვეყანა დაყოფილია ე.წ. რისკის ზონებად. წითელი ეს მაღალი რისკის ზონააა, ხოლო ნარინჯისფერი შედარებით დაბალი რისკის ზონად. 1-ელი თებერვლიდან იტალიის 20 რეგიონიდან თექვსმეტი დაბალი რისკის, ანუ ყვითელ ზინად გამოცხადადა. შესაბამისად, გაიხსნა მაღაზიები და რესტორნები, თუმცა, რესტორანში ერთ მაგიდასთან 4 -ზე მეტი ადამიანის დაჯდომა კვლავ აკრძალულია. დაკეტილი რჩება კინოთეატრები, მუზეუმები და გალერიები. სამთო კურორტების გახსნა 15 თებერვლისთვის იგეგმება. ქვეყანაში შესვლაზე კვლავ მკაცრი კონტროლია დაწესებული. სამხრეთ ამერიკელი ვიზიტორების მიღება 5 მარტამდე აიკრძალა. ასეთივე აკრძალვა მოქმედებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე. ევროპის სხვა ქვეყნებიდან იტალიაში შესვლა შესაძლებელია, თუმცა, აუცილებელია ბოლო 48 საათში კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა.

მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის კიდევ ერთ ტურისტულ ცენტრში, ნიდერლანდებში. ნიდერნალდების მთავრობა „მკაცრად ურჩევს’’ ყველა მოგზაურს, თავი შეიკავოთ მათქვეყანაში ვიზიტისგან. ნიდერლანდებში მოგზაურებს არა მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი სჭირდებათ, რომელიც აღებულია ჰოლანდიაში ჩასვლიდან 72 საათში, არამედ ასევე საჭიროა ანტიგენის სწრაფი ტესტიც ან LAMP -ის ტესტის უარყოფითი შედეგიც, რომელიც ნიდერლანდებში გამგზავრებამდე 4 საათით ადრე ჩატარდა. გარდა ამისა, ჰოლანდიაში ჩასვლისთანავე ყველა მოგზაურმა უნდა გაიაროს 5-დღიანი კარანტინი. ხუთდღიანი კარანტინის შემდეგ შეგიძლიათ, აირჩიოთ ტესტირება კორონავირუსზე. თუ პასუხი უარყოფიტია, ტოვებთ კარანტინს.

სკოლების, მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობა დაკეტილია. პირადი კონტაქტები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პიროვნებით, ოჯახის გარეთ. 23 იანვრიდან, საღამოს 9 საათიდან ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი დილის 4:30 საათამდე. გარდა ამისა, საღამოს 8 საათამდე აკრძალულია ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვა.

პორტუგალიაში 15 იანვარს ძალაში შევიდა ახალი ჩამკეტი ღონისძიებები მკაცრი შეზღუდვებით. ხალხს სახლიდან გასვლის უფლება აქვთ მხოლოდ დასაბუთებული მიზეზის გამო. რესტორნები და მაღაზიები, გარდა სურსათისა და ყოველდღიური საჭიროებების ობიექტებისა, დახურულია.

საბერძნეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გასულ ზაფხულს გახსნა ტურიზმი.თუმცა, დღეის მდგომარეობით, საბერძნეთში შესვლა ექვემდებარება ონლაინ რეგისტრაციას, აუცილებელია PCR ტესტი არაუმეტეს 72 საათისა. 8 თებერვლის ჩათვლით ყველა მოგზაური ვალდებულია, 7-დღიანი კარანტინი გაიაროს. ნიღბები სავალდებულოა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, გარეთ. 18 იანვრიდან ყველა მაღაზიას საშუალება მიეცა, მომხმარებლები კვლავ მიიღონ, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი 25 კვადრატულ მეტრზე. მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები