ანდრია გვიდიანი: მიმდინარე აქციას არანაირი კავშირი არ აქვს არც გარემოსდაცვასთან, არც პატრიოტულ მოტივებთან – სად გინახავთ გარემოზე შეწუხებული ხალხი თოფებით და “დუბინკებით” დარბოდეს გარემოს დასაცავად?

“დღეს წყალტუბოში აქცია მიმდინარეობს ქვეყნის გაძლიერების წინააღმდეგ! დიახ, ზუსტად ასეა. სინამდვილეში მიმდინარე აქციას არანაირი კავშირი არ აქვს არც გარემოსდაცვასთან, არც პატრიოტულ მოტივებთან, არც ენერგოპოლიტიკასთან ან სხვა რამესთან”,- ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ე.წ. გარემოსდამცველების მანტიას ამოფარებულ ხალხს ჩვეულებრივი საზოგადოების მცირე ნაწილიც მხარს უჭერს.

“დღეს წყალტუბოში აქცია მიმდინარეობს ქვეყნის გაძლიერების წინააღმდეგ!

დიახ, ზუსტად ასეა. სინამდვილეში მიმდინარე აქციას არანაირი კავშირი არ აქვს არც გარემოსდაცვასთან, არც პატრიოტულ მოტივებთან, არც ენერგოპოლიტიკასთან ან სხვა რამესთან. როდის იყო გარემოზე შეწუხებული ხალხი თოფებით და დუბინკებით დარბოდეს გარემოს დასაცავად?!

ეს არის კარგად დაგეგმილი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული პროტესტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. მით უმეტეს კარგად ორგანიზებული და კონკრეტული ძალების მიერ მართული, რომელთა ინტერესებში საქართველოს გაძლიერება არ შედის.

სამწუხაროა, რომ ე.წ. გარემოსდამცველების მანტიას ამოფარებულ ხალხს ჩვეულებრივი საზოგადოების მცირე ნაწილიც მხარს უჭერს. ეს გასაგებიც არის, ხალხის ნაწილს მიამიტურად სჯერა, რომ გამოჩნდა ჯგუფი, ვისაც უფრო მეტად უყვარს ქვეყანა, ვიდრე სხვას, უფრო მეტად შესტკივა გული გარემოზე, ვიდრე სხვას, უფრო მეტად გულანთებულია, ვიდრე სხვა და ა.შ.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად პრინციპული პოზიცია უნდა დაიჭიროს და სამაგალითო პრეცენდენტად უნდა იქცეს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დუბინკებით და თოფებით გამოხატავ პროტესტს”,- წერს გვიდიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები