თეა წულუკიანი: ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებას „არაეთიკური“ უწოდა.

„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და გასაჯაროებას არაეთიკურად თვლის.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, რომელმაც საკუთარი ნომერი გამოცხადა, „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი წარმოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები