სებ-ის შეფასებით, 2021 წელს ინფლაცია 4 %-ს მიაღწევს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება.
რეფინანსირების განაკვეთი არის სებ-ის ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელიც ინფლაციის მართვისას გამოიყენება.
“ჩვენი პროგნოზი ამ ეტაპზე გვეუბნება, რომ საშუალოდ ინფლაცია 4 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება 2021 წელს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება. რეფინანსირების განაკვეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ინფლაციის მართვისას ვიყენებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქსტატის ბოლო მონაცემების თანახმად, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, ხოლო კომუნალური ტარიფების სუბსიდირების გამოკლებით ინფლაცია 4.57%-ს უტოლდება.