შალვა პაპუაშვილი: ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არშემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამიტომ, ჩვენ ახლა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა არის ამ ძირგამომთხრელი ქმედების პასუხი

“ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არშემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა არის პასუხი ამ ძირგამომთხრელი ქმედებისა”, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რამე არღვევს კონსტიტუციას, არღვევს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა.

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მისაღებ გადაწყვტილებას მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასე რომ, დღეს ამ მსჯელობის შედეგად ჩვენი პოზიციით წარვდგებით პარლამენტში. რაც შეეხება პირად პოზიციებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პირად პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მნიშვნელოვანი არის ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის, ევროპის საბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არშემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა არის პასუხი ამ ძირგამომთხრელი ქმედებისა. თუკი რამე არღვევს კონსტიტუციას, არღვევს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ასე რომ, პირველ ყოვლისა, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ვთქვით, რომ პროცედურულად გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და სწორედ ეს პროცესია ახლა, რომ ამ შესაძლებლობიდან ამოვარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური, რათა სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.

ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ ფართო სპექტრიდან არჩევანისა ერთ-ერთს ავარჩევთ. თუ რა, ამას გავიგებთ. გახარია გუშინ არ ესწრებოდა, როგორც ვიცი, ის იყო დასავლეთ საქართველოში. რა თქმა უნდა, მთელი პოლიტსაბჭო და მთელი უმრავლესობა არის ჩართული, ფიზიკურად თუ არ ესწრება ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ კონსულტაციაში არ მონაწილეობს“, – განაცხადას შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები