ირაკლი ზარქუა – მანდატების შეწყვეტაზე: პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს
“უმრავლესობაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი ემხრობა მანდატების შეწყვეტას, ნაწილი კი გაგრძელების მომხრეა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას აზრით, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.
“უმრავლესობაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი ემხრობა მანდატების შეწყვეტას, ნაწილი კი გაგრძელების მომხრეა. ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს, რომ მათ თავიანთი ამომრჩევლების ხმა გაახმოვანონ პარლამენტში”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.