მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკასა და მის სწორად წარმართვას ეხება
„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკასა და მის სწორად წარმართვას ეხება“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ნარკომოხმარება ორიენტირებული უნდა იყოს მკურნალობაზე და არა – დასჯაზე.
„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკასა და მის სწორად წარმართვას ეხება. მესმის, რომ სამოქალაქო სექტორისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება ჰუმანური იყოს ნარკოპოლიტიკა. მათი მოთხოვნა მიმართულია ამ დოზების რაც შეიძლება გაზრდისკენ, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გაცილებით დიდი დოზის მოხმარება გამოიწვევს და არა ის, რომელიც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული. თუმცა, ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შემუშავდა ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ფუნქციონირებს,”- განაცხადა სარჯველაძემ.
პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.