დავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის საბოლოო ამოცანა არის არა ლიბერალიზაცია, არამედ მიწოდებისა და მოხმარების შემცირება
პარლამენტი 8 დასახელების ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობას კომიტეტებში იწყებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკის საბოლოო ამოცანა არის არა ლიბერალიზაცია, არამედ მიწოდებისა და მოხმარების შემცირება.
“ნარკოპოლიტიკის საბოლოო ამოცანა არის არა თავისთავად ლიბერალიზაცია ან დეკრიმინილიზაცია, არამედ ერთი მთავარი მიზანი – მიწოდების შემცირება და მოხმარების შემცირება. ამას საკმაოდ რთული გზა აქვს და დღევანდელი ცვლილებები კარგ ფუნდამენტს მოგცემს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ”, – აღნიშნა სერგეენკომ.