დავით სერგეენკო: ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შევიდნენ.
„უმრავლესობაში შინაარსობრივად ერთიანი პოზიცია არის, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანებმა, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ამას მსჯელობა აჩვენებს. იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიანი იქნება. მსჯელობა გაგრძელდება და, ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით. მთავარი აზრია, რომ ყველას მაქსიმალური შანსი მიეცეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.