ულვაშის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ჯარისკაცი – როგორ შეეწირა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ე.წ. წმენდას მაიორი (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ რეპრესირებული, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე “რეგიონალურ კვირასთან” განვლილ მძიმე პერიოდს იხსენებს.

გიგა ბარათაშვილის ისტორია 2011 წელს დაიწყო.

მისი თქმით, იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაიორი სამსახურიდან, ულვაშების ტარების გამო, დაითხოვა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ულვაში მხოლოდ მიზეზი იყო.

როგორც ბარათაშვილი ამბობს, რეალურად იმ პერიოდში ე.წ. წმენდა მიმდინარეობდა, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილმა დაიწყო და შემდეგ უკვე ბაჩო ახალაიამ განაგრძო. ამ ე.წ. წმენდის დროს თავდაცვის სისტემიდან “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებისთვის არასასურველ კადრებს იშორებდნენ. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მაშინდელ იმერეთის ვიცე-გუბერნატორს გიგა შუშანიასაც მიმართა, თუმცა შუშანიამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. სამხარეო ადმინისტრაციაში ბარათაშვილს ეუბნებოდნენ, რომ ვიცე-გუბერნატორს მოქალაქეებთან მიღების საათები არ აქვს.

ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის სისტემაში 17 წლის ასაკიდან მსახურობდა. იყო შეიარაღებული ძალების რეზერვის მაიორი, მონაწილეობდა აგვისტოს ომში. მიუხედავად მისი დამსახურებული შრომისა. მაშინდელმა ხელისუფლებამ 5 შვილის მამა ყოველგვარი დასაბუთებული ახსნა-განმარტების გარეშე ულუკმაპუროდ დატოვა.
“2011 წელს დაწინაურების მიზნით, ხონის საარტილერიო ბრიგადაში გადამიყვანეს, მალევე თავდაცვის სამინისტროში დამიბარეს გასაუბრებაზე, ჩემს გარდა ასეულობით სამხედრო პირი გამოიძახეს. იმდროინდელი ხელისუფლება, თურმე ბოლშევიკურ წმენდებს ატარებდა. ვის რა ბრალი წაუყენეს, რა არ მოიგონეს, ეს გასაუბრება კი არა სამხედრო ტრიბუნალის მსგავსი სიტუაცია იყო. მე ბრალად დამდეს ულვაშების ტარება, ქართველ მაიორს ქართულ ჯარში, რაც კანონით არ იკრძალება. შემომედავნენ ულვაშებს რატომ ატარებო, როცა მე დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ვთქვი რომ კანონი არ კრძალავ ულვაშების ტარებას, კარგიო, დამეთანხმნენ კარგი კაცი ხარო და გამომიშვეს სახლში. ამ ამბიდან, 3 დღეში ჩამოვიდა ბრძანება, რომ თავისუფალი ხარ ჯარიდანო. მრავალშვილიანი მამა დამტოვეს ულუკმაპუროდ, შიმშილობის ზღვარზე”,-გვიყვება ყოფილი მაიორი.

შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მრავალშვილიანმა მაიორმა ტაქსაობა დაიწყო, რათა ოჯახში საარსებო მინიმუმი შეეტანა. სამსახურიდან დაუსაბუთებელი მიზეზის გარეშე დათხოვილ სამხედრო მოსამსახურეს დამსახურებული პენსიაც არ დაუნიშნეს.
“ოჯახი ფაქტობრივად ვშიმშილობდით. არც ისე კარგი ტაქსის მძღოლი ვიყავი, რომ ოჯახი ნორმალურად გამომეკვება. სამსახურიდან დათხოვილ მაიორს, არც პენსია დამინიშნეს და არც თორმეტმაგი ხელფასი მომცეს, რომელიც კანონით ეკუთვნის სამხედროს რომელიც ჯარში წლების მანძილზე მსახურობს. ისე გამომაგდეს საფინანსო ანგარიშიც არ დაუფარავთ. ვურეკავდი ამ ადამიანებს, ჩავდიოდი, ვთხოვდი მაგრამ Უშედეგოდ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაჩო ახალაია სამხედრო წმენდებს ატარებდა და არასასურველ ჯარისკაცებს იშორებდა. 2020 კაცი ერთ დღეს გააგდეს, თურმე ამდენმა პოლკოვნიკმა და ვიცე-პოკლოვნიკმა ერთდროულად გადაწყვიტეს, საქართველის არმიაში აღარ უნდათ სამსახური. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მუქარისა და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს განცხადებები”,- იხსენებს მაიორი.
თავდაცვის სამინისტროსთან რომ ვერაფერს გახდა დახმარების თხოვნით ადგილობივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ვიცე-გუბერნატორმა გიგა შუშანიამ, ბარათაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა.
“იმ დროისთვის, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია იყო. არა ერთი დარეკვით, მისვლით ვერაფერს გავხვდი. მეუბნებოდნენ, რომ ვიცე-გუბერნატორს მოქალაქეებთან შეხვედრის საათები არ აქვს. დღეს რომ გამოდის ბატონი შუშანია და ოფლი მოდის, ვითომ ხალხის სამსახურში მყოფ შუშანიას “,- ყვება ბარათაშვილი. ყოფილი სამხედრო ბრძოლის მიუხედავად, იმდროინდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ვეტერანად არ აღიარა, არც პენსია დაუნიშნა. მეტიც, ბარათაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც მოახერხა ვეტერანის სტატუსი მიიღო, მას წინახელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ, რათა საკუთარი მძიმე ისტორია არ მოეყოლა.
” 2013 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პერმანენტული მუქარა ხორციელდებოდა ჩემს ოჯახზე პირდაპირ მემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. მეუბნებოდნენ თუ დავბრუნდით ხელისუფლებაში დაგიჭერთო”,- ამბობს ბარათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები