თორნიკე რიჟვაძე: უკვე 9 ათასზე მეტი მოქალაქე გაიტესტა – ძირითადი ნაწილი მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან
“გაფართოებული ტესტირება მოგვცემს ნაადრევი გამოვლენის საშუალებას”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე 9 ათასზე მეტი მოქალაქე გაიტესტა – მათი ძირითადი ნაწილი მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.
„ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შედეგად, ვაპირებთ, რომ შემდგომში, მათ შორის, თებერვალშიც, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, თუ როგორ გავხსნით თანმიმდევრულად ეკონომიკას, ბევრად იქნება დამოკიდებული როგორც ბიზნესის, ისე – რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობასა და წესების დაცვაზე. უკვე 9 ათასზე მეტი მოქალაქე გაიტესტა – მათი ძირითადი ნაწილი მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, გაფართოებული ტესტირება მოგვცემს ნაადრევი გამოვლენის საშუალებას. ეს მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც, ბათუმის მერიამ უკვე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. ამავე დროს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.