“ევროპის უნივერსიტეტი” ონლაინ ზამთრის სკოლისთვის მიღებას აცხადებს

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას ონლაინ ზამთრის სკოლისთვის “ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირი”, რომელიც 2021 წლის 17-26 თებერვალს, ევროკავშირის ერასმუს პლიუსის ჟან მონეს მოდულის (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში იმართება.

სკოლის მონაწილეების შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია “ევროპის უნივერსიტეტის” და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტს, აგრეთვე, საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს.

მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2021 წლის 5 თებერვლისა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/Ay31J6DPAkmAT36w5.

შერჩეული სტუდენტები “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკის, ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის სპეციალისტები.

სკოლა ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ზამთრის სკოლის გამორჩეული სტუდენტი მოამზადებს და გამოაქვეყნებს ბროშურას. ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება ჟან მონეს მოდულის 2021-2023 წლების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა და დისკუსიების შესაძლებლობა.

სკოლის დეტალური პროგრამა “ევროპის უნივერსიტეტის” ვებ-გვერდზე რამდენიმე დღეში განთავსდება.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები