“პროტესტის ნიშნად, ხვალ თბილისში არსებული 86 რესტორანი მიტანის სერვისს შეწყვეტს”

პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ, 24 საათით, მიტანის სერვისს შეწყვეტს, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„ჩვენი ბოიკოტით ხელისუფლებას გვინდა ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება, იყოს ცხოვრება კვების ობიექტების გაჩერებით.
ბოიკოტი არ არის ვიღაცის დასასჯელად, უბრალოდ, რამდენიმე დღეში ფაქტი დადგება, რომ ქვეყანაში კვების ობიექტი არ იმუშავებს. თუ აღნიშნული შედეგს არ გამოიღებს, გაიზრდება 3 დღის შემდეგ კი 1 კვირის ვადებში,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები