თბილისში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 119, აჭარაში – 40

თბილისში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 119, აჭარაში – 40, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 256 956 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 247 096.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები