საბა ბუაძე – კარტოგრაფების საქმეზე: თუ ეს დევნა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, მაშინ ბრალდებები უნდა მოიხსნას
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ილიჩოვა-მელაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია.
ბუაძე ფიქრობს, რომ თუ მათ მიმართ დევნა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, მაშინ ბრალდებები უნდა მოიხსნას.
”ამ ადამიანების საპატიმროდან გამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. თუ ეს დევნა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, მაშინ ეს ბრალდებები უნდა მოიხსნას”, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.