პაატა იმნაძე: შემოდგომაზე მოსახლეობის 60 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა მომავალ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ
“შემოდგომაზე მოსახლეობის 60 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა მომავალ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მაინც ქვეყანაში ვაქცინა იქნება. იცით, რომ იგივე „კოვაქსის“ პლატფორმას აქვს ხელშეკრულება „ფაიზერსა“ და „ბიოენტექთან“. ვაქცინის შესახებ, რომელსაც მინუს 70 გრადუსზე უნდა შენახვა, შეთანხმება მიღწეულია. იმედი გვაქვს, „ფაიზერისა“ და „ბიონეტექის“ ვაქცინას ჩვენ თებერვლის მეორე ნახევარში მივიღებთ. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მაღალი რისკის ადამიანების, ჩემი კოლეგების, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან, ვაქცინაცია დაიწყოს.
მთავარი და ძირითადი მაინც იქნება, რომ რამენაირად მოვახერხოთ, ვაქცინაციით მოცვა იყოს ძალიან მაღალი. ეს უკვე ზაფხულის ან შემოდგომის პერიოდში იქნება.ლ, რათა მომავალ ზამთარს (ეს ვირუსი სეზონურობას აჩვენებს) მომზადებული შევხვდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი ვაქცინირებული იყოს. ეს, თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, რომ არ იყოს შეზღუდვები ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.