დავით სერგეენკო: ყველა სამკურნალო საშუალებას, რაც მიმოქცევაშია, საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს, ეს კანონი კოვიდვაქცინაზეც უნდა გავრცელდეს

პარლამენტმა დღეს ვაქცინის მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს.

როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ყველა სამკურნალო საშუალებას, რაც მიმოქცევაშია, საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და ეს კანონი კოვიდვაქცინაზეც უნდა გავრცელდეს.

“ყველა ის სამკურნალო საშუალება, ეს იქნება წამალი, ვაქცინა თუ სამედიცინო აღჭურვილობა, მათი მიმოქცევა და პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. აქამდე ეს ვრცელდებოდა ყველაფერზე, მათ შორის, გეგმურ ვაქცინაციაზე, გარდა კოვიდვაქცინისა, რომელიც ახალი პროდუქტია და ახლა უნდა შემოვიდეს. ამიტომ, იმავე ლოგიკით, იმავე პასუხისმგებლობით გავრცელდება ეს კანონი კოვიდვაქცინაზე, ეს არის ცვლილების შინაარსი”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები