გიორგი გახარია: დღეს უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უახლოესი ერთი კვირა მსგავსი ტენდენცია თუ შევინარჩუნეთ, ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და, როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც, როგორც ფაქტი, დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები