“დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი რჩება უმუშევრად, უსახსროდ, სოციალური აფეთქების ფონამდე მიდის ეს ყველაფერი” – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების არმოხსნით ქვეყანა სოციალურ აფეთქებამდე მიდის.
„სარესტორნე ბიზნესის პრობლემა არაა მხოლოდ, იმდენად ჯაჭვურია რეაქცია სხვა სფეროებთან, რომ პრობლემა ზოგადად სახელმწიფოსთვის იქმნება და, სამწუხაროდ, სოციალური აფეთქების ფონამდე მიდის ეს ყველაფერი იქედან გამომდინარე, რომ, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი რჩება უმუშევრად, უსახსროდ. დღესდღეობით რა რეალობაც გვაქვს, მომასწავებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გაღარიბებისა და უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნის”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელეს.
ნათია თურნავას განცხადებით, არ შეიძლება, რომ ყველა შეზღუდული დარგი ერთდროულად ავამუშაოთ, ამის გამო ეპიდვითარების კონტროლი გაჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები