სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ყოველ ჯერზე არჩევნები ვატაროთ და ვატაროთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ისინი მოინდომებენ და სანამ კმაყოფილები არ იქნებიან,- ეს ვერ მოხდება 

საჭიროა გონივრული პოზიცია, რომ შემდეგი მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ ვთქვით, რომ 2 მლნ ადამიანის არჩევანს ხაზს არ გადაუსვამთ და წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე მზად ვართ მოვიდნენ და ვილაპარაკოთ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში”.

მისივე თქმით, რამდენჯერაც ოპოზიციას არჩევნების ჩატარება მოუნდება, იმდენჯერ მას ვერ ჩაატარებენ.

“კლასიკური კრიზისი არის ხოლმე, როცა არჩევნები ტარდება და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უმრავლესობა, მთავრობას ვერ ირჩევ და ქვეყანა ხდება ქმედუუნარო, ასეთი ვითარება დღეს ჩვენს ქვეყანაში არა გვაქვს, ამიტომ თუ ოპოზიცია გახდება პასუხისმგებლიანი პატივს სცემს თავის ნებას და შემოვა პარლამენტში ეს იქნება გაცილებთ უკეთესი სწრაფი ნაბიჯების გადასადგმელად, თუ არ შემოვლენ დარჩებიან ქუჩაში. ვერაფერს ვერ ვიზამთ ძალად ვერავის ვერ შემოვიყვანთ, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი ჯერ მათ ორ თებერვლამდე აქვთ დრო დაფიქრების და ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იმის გამო, რომ ისინი უპასუხისმგებლოები არიან და იმის გამო, რომ მათ უნდათ ძალაუფლება და მეტი არაფერი ამის გამო ყოველ ჯერზე არჩევნები ვატაროთ და ვატაროთ იმდენჯერ რამდენჯერაც ისინი მოინდომებენ და სანამ კმაყოფილები არ იქნებიან ეს ვერ მოხდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთანავე მან თქვა, რომ ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

“უცნაურობა რა არის იცით? – ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, განცხადებები დაწერეს და ითხოვენ, რომ მანდატი შეუწყდეთ. მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა რამდენიმე პოლიტიკოსმა განგაში ატეხა, პირველი მამუკა ხაზარაძემ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს მათ მანდატები შეუწყვიტოს და დარჩეს პარლამენტში მარტო.

მამუკა ხაზარაძე ერთის მხრივ ითხოვს მანდატების შეწყვეტას და მეორეს მხრივ განგაშის ზარებს შემოჰკრა, რომ რა ხდება მე მგონი, ესენი გვიწყვიტავენ მანდატებს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ არადემოკრატიულიაო, გაგვაგებინოს ბოლო-ბოლო, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა, შევუწყვიტოთ, თუ არ შევუწყვიტოთ“, – განაცხადა სუბარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საინტერესოა „ლელოს“ სხვა წევრების პოზიცია, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მკვეთრი პოზიციები, თუმცა ახლა მათი ხმა არ ისმის.

„იგივე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის ხმა, კახა კოჟორიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ, მაინტერესებს მათი აზრიც“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მსგავსი კითხვებია სხვა პარტიებთან დაკავშირებითაც.

„მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები