პესკოვი – ირანის ახალი ლიდერის რუსეთში სამკურნალოდ ვიზიტზე: “კომენტარის გარეშე”

ირანის ახალი უზენაესი ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ სერიოზული დაზიანებები მიიღო და ოპერაციისთვის რუსეთში გადაიყვანეს,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„იცით, ჩვენ ასეთ ცნობებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 მარტს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს დაურეკა, რათა მკურნალობა პირდაპირ შეეთავაზებინა და იმ საღამოს მოჯტაბა სამედიცინო პერსონალის თანხლებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები