შარმანაშვილი – პეტერ ფიშერზე: ეს კაცი ჩემთვის ელჩი აღარ არის; მისი ყველა ქცევა მიანიშნებს, რომ არის რადიკალური ორგანიზაციის წევრი

“ეს კაცი ჩემთვის ელჩი აღარ არის. მისი ყველა ქცევა მიანიშნებს, რომ არის რადიკალური ორგანიზაციის წევრი. ვიხუმრე კიდეც – ბარემ, მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა და ოფიციალურად გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

ის გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე საუბრობს, რომელშიც პეტერ ფიშერი წერს: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი”.

“დიდი ხანია, გადააბიჯა ვენის კონვენციას, დიპლომატიის ქცევის ყველანაირ ეთიკას. ის არის რადიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი, რიგითი წევრი, რომელიც ნარატივებს იმეორებს. არავითარი შინაგანი პასუხისმგებლობა, რომ იმ ქვეყანასთან ურთიერთობა განამტკიცოს, სადაც იმყოფება მას დიდი ხანია არ აქვს.

როდესაც რამე არ აქვთ იმას გვაბრალებენ და წარმოიდგინეთ, ყულევის პორტზე რამე სერიოზული მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, პირველი რასაც გააკეთებდნენ, ამაზე იხმაურებდნენ და მტკიცებულებებს წამოწევდნენ “, – ამბობს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები