დავით სერგეენკო: წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და, შესაბამისად, პანდემიის ეფექტური მართვა

“წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და, შესაბამისად, პანდემიის ეფექტური მართვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებზე დაჩქარებული წესით მსჯელობდნენ.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი, „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს გეგმურ ვაქცინებთან მიმართებით და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და, შესაბამისად, პანდემიის ეფექტური მართვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები