კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და ფულადი კომპენსაციების გაცემა ყველა მოქალაქეზე – ამ მოთხოვნებით კანცელარიასთან აქცია დაანონსდა

ტრანსპორტის გახსნასთან ერთად, კომუნალური გადასახადების საბიუჯეტო სუბსიდირება და კომპენსაციების გაცემაა შაბათს კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნები. ანონსს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ანონსშია მითითებული, საარსებო მინიმუმის ტოლფასი კომპენსაცია ყველა მოქალაქეზე უნდა გაიცეს.

,,გავერთიანდეთ! შაბათს, 30 იანვარს, 14:00 საათზე, კანცელარიასთან ! ერთად მივაღწიოთ ტრანსპორტის დაუყონებლივ გახსნასა (რეგულაციებით) და “კომენდანტის სააათის” მოხსნას ! შემოგვიერთდი და გააზიარე ! აქცია საყოველთაო, უპარტიოების, პარტიულების (კუთვნილების მიუხედავად) ანუ ყველასი ვინც არ ეგუება მონობას, ძარცვას და გენოციდს ! ! ჩვენ ასევე მოვითხოვთ:

3. სამეწარმეო საქმიანობის უფლების აღდგენის კონკრეტული გეგმის გამოქვეყნება; შემჭიდროვებული, დასაბუთებული და დროში გაწერილი სახითა, სფეროების მიხედვით;
4. ყველა სახის ფინანსური ვალდებულებების (საგადასახადო, საბანკო, კომუნალური) უზრუნველყოფის ვალდებულების შეჩერება “არგახსნილი” საწარმოებისა და მათი თანამშრომლებისათვის (შემდგომი დარიცხვის) გარეშე. „ფორს მაჟორის“ პრინციპის ამოქმედებისა ან/და საბიუჯეტო მხარდაჭერის მეშვეობით.
5. ვაქცინაციის პროცესის დაწყება და მისი სრულმასშტაბიანი განხორციელების კონკრეტული გეგმის გამოქვეყნება (15 თებერვლამდე);
6. საარსებო მინიმუმის ტოლფასი კომპენსაციის გაცემა ყველა მოქალაქეზე ! (თვითდასაქმებულსა და დასაქმებულზე) შესაბამისი საქმიანობის სრულფასოვან აღდგენამდე;
7. მიზნობრივი ტესტირების პროგრამების დაწყება-გაფართოება;
8. კოვიდ-ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიღებული საერთაშორისო კრედიტებისა და გრანტების, ასევე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის დეტალური ანგარიშის გამოქყვეყნება;
9. კომუნალური გადასახადების საბიუჯეტო სუბსიდირება (200 კვტ/სთ ელ. ენერგიისა და 200 მ³ ბუნებრივი აირის) ფარგლებში, ყველა მოქალაქისთვის (! !!) მიუხედავად მოხმარების საერთო მოცულობისა (გარდა ქონების გადასახადის გადამხდელებისა)”, – ნათქვამია ლაშა ჩხარტიშვილის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები