გია ვოლსკი – ზაზა გახელაძის საქმეზე: ქვეყანა იმკის იმას, რაც “ბოროტი მმართველობის” შედეგად მიიღო

“ოკუპანტების მხრიდან კარგი მოლოდინები არ მაქვს. მაქვს მხოლოდ დიდი სიბრაზე, ის, რომ დავუშვით ოკუპაცია იმ პერიოდში, როდესაც შეიძლებოდა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ეს არ დაგვეშვა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა იმკის იმას, რაც “ბოროტი მმართველობის” შედეგად მიიღო.

„ოკუპანტების მხრიდან კარგი მოლოდინები არ მაქვს. მაქვს მხოლოდ დიდი სიბრაზე, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს – ის, რომ დავუშვით ოკუპაცია იმ პერიოდში, როდესაც შეიძლებოდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ეს არ დაგვეშვა. იყო ამის სრული რესურსი. დღეს ამ ბოროტი მმართველობის პერიოდში რაც მივიღეთ, რა ბოროტებაც დაითესა, იმას ვიმკით. მოლოდინი სიკეთის არ შეიძლება, მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მზარდი იქნება ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ამას განაპირობებს. თუმცა, ეს უბედურება, რაც მოგვიტანა, სწორედ ის დანაშაულებრივი შეცდომებია, რომელიც იმ ხალხს ჰქონდა, ვინც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის იმ ადამიანის უფლებებზე, რომელიც საოკუპაციო ძალას ჰყავს ხელში ჩაგდებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები