სალომე სამადაშვილი: დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც უნდა იყოს ის

“შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათებისა და მრავალი სხვა დანაშაული”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ დევნისა და თავზე ნაგვის დაყრის ფაქტზე ირაკლი ფანგანის დაკავებას.

„გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოსა და კანონის პირობებში, საერთოდ “კანონიერების” პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ, დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც  უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად“, – წერს სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები