ნინო ლომჯარია: პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია  ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები