ბრიტანეთში სტუმართმოყვარეობის სექტორში, 640 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ასევე საცალო ვაჭრობის სფეროში 2020 წელი იყო ყველაზე მძიმე
უცხოური მედია წერს, რომ 2020 წელს, სტუმართმოყვარეობის სექტორში, 640 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა – 2020 წლის მანძილზე,
10 ათასამდე ლიცენზირებულმა ბარ-რესტორანმა შეწყვიტა ფუნქციონირება, გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიის პირობებში, სტუმართმოყვარეობის სექტორი ფაქტიურად გაჩერებულია.
ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფმა, 2020 წელს, მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, სტუმართმოყვარეობის სექტორში დაიკარგა 640 ათასი სამუშაო ადგილი. ასევე, იმავე კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დღეს მოქმედი ლოქდაუნის პირობებში, როდესაც ინფექციის გავრცელება ჯერ კიდევ მაღალია და უცნობია, რეგულაციების შემსუბუქების დრო, დახურვის საფრთხის ქვეშაა კიდევ არაერთი ბიზნესი და სამუშაო ადგილი.
დიდ ბრიტანეთში, საცალო ვაჭრობის სფეროში, 2020 წელი იყო ყველაზე მძიმე და დაბალშემოსავლიანი წელი. მდგომარეობა კვლავ რთულია, გამომდინარე იქედან, რომ არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის 2020 წელი იყო გამორჩეულად მძიმე, 25%-იანი შემცირების ფონზე. თუმცა, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლოქდაუნის რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის პირობებში, როდესაც გაიხსენება არაძირითადი მოხმარების მაღაზიები, მაღალი იქნება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების რაოდენობა, ადამიანები თავისუფლად ივლიან მაღაზიებში და შესაბამისად, გაყიდვები გაიზრდება.