ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, თითქმის, 350 ათასი ადამიანი აიცრა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 347 058 მოქალაქემ მიიღო.

საერთო ჯამში, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ 1 390 592 ადამიანი აიცრა.

ინდოეთში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ ხუთშაბათს დაფიქსირდა, როდესაც 237 050 ადამიანი აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები