თორნიკე რიჟვაძე: პირველ ყოვლისა, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ

“პირველ ყოვლისა, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

,,ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ძალაში რჩება, მნიშვნელოვანია, რადგან მობილობა იყოს კონტროლირებადი და შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც.

მთელმა მსოფლიომ შეძლო უკვე გარკვეული გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება. აჭარაც არ არის გამონაკლისი. პირველ ყოვლისა, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა მოსახლეობას, ბიზნესსექტორსა და პედაგოგებს, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც სწრაფი გამოვლენისა და რეაგირების საშუალებას იძლევა.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოხსნის გეგმა დღეს დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები