საფრანგეთში სათხილამურო კურორტები აღარ იხსნება

უცხოური მედია წერს, რომ 20 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, სათხილამურო კურორტები 1-ელ თებერვალს აღარ გაიხსნება, ზამთრის კურორტებზე კვლავ არ იმუშავებს საბაგიროები.

ტურიზმის მინისტრის განცხადებით, მოლოდინები იმის შესახებ, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყებოდა თებერვლის მეორე ნახევრიდან, ამ ეტაპზე, არარეალურია. საფრანგეთში ამჟამად მოქმედებს ე.წ. ლოქდაუნი. ქვეყანაში აცხადებენ, რომ პანდემიით ყველაზე მეტად სწორედ ეს ტურისტული რეგიონი დაზარალდა, ამდენად, შეზღუდვების მოხსნა არ იქნება გამართლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები