Pfizer -ის ვაქცინა ეფექტურია კოვიდის ახალაღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ და გამოიმუშავებს უფრო მყარ იმუნიტეტს, ვიდრე ეს კოვიდის გადატანის შემთხვევაშია

20 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, BioNTech-Pfizer-ის შემქნელებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ვაქცინა დაიცავს ადამიანებს კოვიდის ახალი შტამებისგან, მათ შორის, ე.წ. ბრიტალური შტამისგან. ასევე, იგივე კვლევები მიმდინარეობს Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინებზე და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც აღმოაჩინეს დეკემბერში, უკვე გავრცელებულია მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში.

ასევე, ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის კვლევის შედეგების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზით აცრილ ადამიანებს სისხლში ანტისხეულების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა აქვთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის ინფექციის მძიმე ფორმა გადატანეს; იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს Pfizer ვაქცინის მეორე დოზა, 12 -ჯერ გაეზარდათ ანტისხეულების რაოდენობა, რომლებიც წარმოიქმნება ახალი კორონავირუსისგან დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები