21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა პირველ მარტამდე ძალაში რჩება
21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება პირველ მარტამდე.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ დღეს შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ იმსჯელა და ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.