თბილისში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 107, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

,,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 51, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები