სალომე სამადაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: კარგი იქნება, სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ ერთი დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს” გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

“ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აგრესიაზე. 13 წლის თავზე. მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. კარგი იქნება, სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ ერთი დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ”, – წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები