ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ის ორ ქალაქში არეულობა მოხდა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის  ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის ორ ქალაქში მემარცხენე რადიკალური მოძრაობების წარმომადგენლებმა არეულობა მოაწყვეს.

არეულობა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში – სიეტლსა და პოტრლენდში მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორივე ქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, სიეტლში აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, დაარბიეს Amazon-ის მაღაზია და სასამართლოს შენობა, ასევე, ქვეყნის დროშა დაწვეს. ტელეკომპანია Fox News-ი  თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არეულობა მემარცხენე მოძრაობებისა და ანტიფაშისტთა მოძრაობის წევრებმა მოაწყვეს.

პორტლენდში ქუჩაში გასულები სკანდირებდნენ, რომ – “არა ბაიდენი, არამედ სამართლიანობა” სურთ. 150 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ქალაქის დემოკრატიული ოფისი დაარბია. ადგილზე მისულმა პოლიციამ 8 პირი დააკავა.

ქალაქის კიდევ ერთ რაიონში ხალხი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის შენობებს ქვებს და ბოთლებს ესროდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები