დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 1 820, ხოლო უკანასკნელი შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელია 1 218, რაც 15%-ით აღემატება წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს. მაღალია ასევე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც – 18 იანვრის მონაცემებით, საავადმყოფოებში მკურნალობდა 40 ათასამდე კოვიდ ინფიცირებული.

რაც შეეხება ინგლისს, ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინფორმაციით, 1 027 კოვიდ დადებითი პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოებში, რაც არის პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იგივე მაჩვენებელი გასულ კვირას იყო 1 012, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედით, მაგრამ მაინც მზარდია სტატისტიკა.

შოტლანდიაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა 2 000 შემთხვევას გადააჭარბა, რაც ქვეყნისათვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია; შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, „ლოქდაუნის“ პირობებში, რომელიც სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში, ქვეყნის მასშტაბით სკოლები არ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები