ესპანეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საზღვრები 31 იანვრამდე კვლავ ჩაკეტილია

 

20 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში ინფიცირების 41 576 და გარდაცვალების 464 ფაქტი გამოვლინდა. ვითარება რთულია ვალენსიის რეგიონში, სადაც 14 დღეში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 896 შემთხვევა მოდის. რეგიონში შემთხვევების ჭარბი რაოდენობა ჯანდაცვის სისტემაზე დიდ წნეხს ქმნის. შესაბამისად, ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი საველე ჰოსპიტლებში გადანაწილდა.
21 იანვარიდან რეგიონში კვებისა და სასმელის სარეალიზაციო ყველა სახის დაწესებულება 14 დღით დაიკეტება. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს, სასტუმროს სასადილოები კი სტუმრების მომსახურებას კვლავ გააგრძელებენ.
ამასთან, ვალენსიის ადგილობრივი მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათის გახანგრძლივებას გეგმავს – 20:00-06:00 საათებში. რეგიონის საზღვრები 31 იანვრამდე კვლავ ჩაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები