ბაიდენმა ტრამპის რამდენიმე განკარგულება უკვე გააუქმა – აშშ უბრუნდება პარიზის კლიმატის შეთანხმებასა და ჯანმო-ს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა წინამორბედის, დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება გააუქმა. ჯამურად, თეთრი სახლის ახალმა ხელმძღვანელმა 15 განკარგულებას მოაწერა ხელი.

კერძოდ, ბაიდენმა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში ქვეყნის დაბრუნების განკარგულებას მოაწერა ხელი, საიდანაც გასვლა დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდა.

“კლიმატის ცვლილებას შევებრძოლებით, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”, – თქვა ბაიდენმა.

ასევე, ბაიდენმა ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ; ასევე, აშშ-ში მუსლიმანური ქვეყნებიდან შესვლის აკრძალვა; მილსადენ Keystone XL-ისა, ასევე, მექსიკასთან კედლის მშენებლობა აკრძალა.

ხელმოწერილ განკარგულებებს შორის ასევე არის – დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის მოსახლეობას ავალდებულებს პირბადის ტარებას უახლოესი 100 დღის განმავლობაში ფედერალურ დაწესებულებებში.

ინაუგურაციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოკავშირეებთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

როგორც ბაიდენის გუნდში განაცხადეს, ასევე მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სისტემურ რასიზმთან, გენდერული ან სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლას გაამკაცრებს.

ბაიდენმა ინაუგურაციაზე ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, შეეცდება გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებას, პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები