არჩილ თალაკვაძე გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ცნობილი ისტორიკოსისა და ჩვენი ქვეყნის პატრიოტის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო.
შეუფასებელია ის შრომა, რომელიც მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გასწია. ბატონი გიორგი ჩვენი საზოგადოების საამაყო წევრი იყო და ის დააკლდება ყველას, უპირველესად, ახალ თაობას, სტუდენტებს – მათ, ვისაც ცოდნას დაუღალავად უნაწილებდა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები