როუჰანი – ტრამპზე: “ბრიყვი ტერორისტი”, მისი წასვლა “ღმერთის წყალობაა”

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი თანამდებობიდან დონალდ ტრამპის წასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ტრამპი გარდაიცვალა, მისი პოლიტიკური ცხოვრება დასრულებულია”.

მთავრობის სხდომაზე როუჰანიმ ტრამპს “ტირანი” უწოდა, მისი წასვლა კი “ღმერთის წყალობად” შეაფასა.

ირანის პრეზიდენტმა ტრამპის უფლებამოსილების დასრულებას “საშინელი მმართველობის დასასრული” უწოდა, რომელმაც მემკვიდრეობის სახით საზოგადოების გახლეჩა, ვაშინგტონს კი ინაუგურაციის დღეს “სამხედრო ბაზა” დაუტოვა.

მან ასევე ტრამპს “ბრიყვი ტერორისტი” უწოდა.

“ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ღიად ეღიარებინა ქვეყნის სამხედრო სარდლის მკვლელობა, რომელიც სხვა ქვეყანაში სტუმრად იმყოფებოდა”, – თქვა როუჰანიმ.

​დღეს აშშ-ში არჩეული 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები